პარადეს პარადას – ფიგეროს, სალვადორ დალი

სალვადორ დალი ჩემი სულიერი მეგობარი არასდროს ყოფილა. მისი ექსცენტრიულობა და ჩემთვის ბოლომდე ვერ გაგებული ფანტაზია, მიშლიდა ხელს. თუმცა, როდესაც ბარსელონას ტური დავგეგმე, პირველი ვიზეც ვიფიქრე სწორედ დალი იყო. ჩემს შვილებს ბარსელონასთან მათი ოცნება აკავშირებთ, ამიტომ ე. წ. სხვა ადგილები, რომლებიც ჩვენი კულტურული მოგზაურობის ნაწილი უნდა გამხდარიყო, მე შევთავაზე. არჩევანის გაკეთება მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ და შთამბეჭდავ … Continue reading პარადეს პარადას – ფიგეროს, სალვადორ დალი

Advertisements

,,ექშენი“ სამ სიტყვაში

გრძელი სიტყვა ყოველთვის მოკლედ არ ან ვერ ითქმის. ეს ამბავი მე ყველაზე კარგად მომეხსენება, ვინაიდან ხშირად მსაყვედურობენ უსაშველოდ გრძელი და ვრცელი ბლოგების გამო. ჩემმა ერთ-ერთმა მამრობითი სქესის კოლეგამ, რომელიც მანამდე სულაც არ მანებივრებდა მკითხველის ყურადღებით, საქმიან შეკითხვაზე მეორე კოლეგას უპასუხა: მაცალე რა, ლიკას ახალ ბლოგს ვკითხულობო. გაოცებისგან ვირტუალური ტაში შემოვკარი, თუმცა ტაშის მიზეზი კიდევ წინ … Continue reading ,,ექშენი“ სამ სიტყვაში

სად არის სექსი ამ ქალაქში? (+18)

იცით რა უპირატესობა აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს ჩემთან მეგობრობას? შემიძლია ის რის თქმაც ხმამაღლა გსურთ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ამბობთ, თქვენს მაგივრად მე ვთქვა. სხვა საკითხია, კონკრეტულ ადრესატამდე რამდენად მივა ჩემი ნაწერი, ხოლო მისული რამდენად გახდება წაკითხვის ობიექტი. არ ვიცი რამდენად მიმიწვდება ხელი ასე შორს, მაგრამ ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ ცდად ნამდვილად ღირს. შეიძლება … Continue reading სად არის სექსი ამ ქალაქში? (+18)

სიყვარულის პროვოცირება

გალერია თბილისის შესასვლელთან რამდენიმე დღის წინ გული დაამონტაჟეს. როდესაც გულის ერთ მხარეს დგები - მისი ის ერთი მხარე ანათებს, თუ მეორე მხარეს სხვა ადამიანი დგას, ის მეორე მხარეც ნათდება და გამოდის რომ მთელი გული ანათებს. მიხვდებოდით ალბათ, რომ გულს ტყუილ უბრალოდ არასად და არ არავინ დადგამდა და ეს ერთი კვირის წინანდელი სიახლე, ხვალ რომ დგება … Continue reading სიყვარულის პროვოცირება

პაემანი, იგივე ,,დეითი“

პაემანი ძველმოდური სიტყვაა? იცით რატომ ვკითხულობ, ბოლო დროს არა ერთხელ გავიგე  ,,ვდეითობ“, ,,ნუ ვიდეითეთ ცოტა ხანი“, რაც ნიშნავს, რომ პაემანზე დადიხართ ხომ? სიმართლე რომ გითხრათ სიტყვას პაემანი არც მე ვიყენებდი ყოველდღიური მეტყველებაში - საღამო მშვიდობისა დედა, მე პაემანზე მივდივარ-თქო არ ვამბობდი, მაგრამ შინაარსობრივად ვიცოდი რომ პაემანია. უნდა ვაღიარო, არც პაემანზე და არც  ,,დეითზე“  უხსოვარი დროიდან … Continue reading პაემანი, იგივე ,,დეითი“

მიატოვე? – მიგატოვებენ?!

გიფიქრიათ ბუმერანგზე? არა, იმას კი არ ვგულისხმობ, მაგალითად საღამოს ზიხართ და ბუმერანგზე ფიქრობთ, ბუმერანგის ეფექტს ვგულისხმობ. შორს, ზოგჯერ ძალიან შორს გაფრენილი, ბოლოს უკან რომ გიბრუნდება. გიფიქრიათ, რომ კოსმოსში - ანუ ძალიან შორს, რა ენერგიასაც გაუშვებ, სწორედ ის დაგიბრუნდებათ უკან, რომ თუ მაგალითად შენს დეიდაშვილს ნაყინის მოზრდილ პორციას შეუჭამ, მოვა დრო და შენც შეგიჭამენ. ბუმერანგის ამბავია … Continue reading მიატოვე? – მიგატოვებენ?!

რატომ მოვედი?

მე რატომ დავიბადე, მკითხა რამდენიმე დღის წინ ჩემმა 7 წლის შვილმა. ვუპასუხე, რომ ყოველი ადამიანისთვის ეს მთავარი შეკითხვაა და პასუხის მოძებნას შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პასუხს ძალიან ადრე მიაგნებენ ხოლმე და მიწიერ ყოფას სრულ ჰარმონიაში ატარებენ. ისეთებიც არიან, მოსვლიდან წასვლამდე ბურუსში ბოდიალობენ, დადიან გაუთავებლად და პასუხს ვერ პოულობენ. ზოგისთვის ეს სულაც … Continue reading რატომ მოვედი?

ჩვენი ბებიები

ამბობენ, ადამიანი მაშინ იზრდება, როდესაც მშობლების გარეშე რჩებაო. არ ვიცი და ვოცნებობ, კიდევ ძალიან დიდ ხანს დავრჩე ამ ,,უცოდინარობაში“. ის რომ გავიზარდე, გასაკვირია, მაგრამ დიდი ხანია ვიცი. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ადამიანის პრობლემა ის კი არ არის, რომ იზრდება, არამედ ის, რომ ვერ იზრდებაო. ალბათ გლობალური დათბობის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისა და სხვა კატაკლიზმების ფონზე, ეს … Continue reading ჩვენი ბებიები

მე ვითხოვ ჟანგბადს!

ჩვენ როგორც მშობლები, საკმაოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ამაში გასაკვირი არაფერია. ყველას ჩვენი ფასეულობა და ღირებულება გვაქვს და სწორედ მათ საფუძველზე ვაგებთ შვილების აღზრდისა და გაზრდის პროგრამას. თუმცა არსებობს ერთი საკითხი, სადაც ვფიქრობ, მეტ ნაკლებად მაინც, ყველანი ვთანხმდებით და ნაკლებად ვდაობთ, ეს საკითხი ჩვენი შვილების ჯანმრთელობაა. არა მგონია, რომელიმე მშობელი საკუთარ შვილს ჯანმრთელობას არ უსურვებდეს. შვილის … Continue reading მე ვითხოვ ჟანგბადს!

სააქაოდან საიქიოში

ამბობენ ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან ყველაზე მეტს ფიქრობენ და საუბრობენ სიკვდილზეო. სწორედ ამ ასაკში აცნობიერებენ, რომ არც დედა და მამა და არც თავად არიან პლანეტა დედამიწის სამუდამო მკვიდრნი. ჩემი მეგობარი ფსიქოლოგის განმარტება ორივე შვილის მაგალითზე აბსოლუტური სიზუსტით ამიხდა. ორივემ სწორედ ამ ასაკში დაიწყო ცოტა უცნაური, ჩემთვის არც თუ სასიამოვნო შეკითხვების დასმა. ენის მოჩლექით საუბარს, ყოველთვის … Continue reading სააქაოდან საიქიოში