თავის მოტყუება

ჯერ ტყუილი რა არის და მერე კიდევ საკუთარი თავის მოტყუება. იტყუებთ ხოლმე თავს? მეე? ზოგჯერ ალბათ, შემომეპარება მეც, აი მაგალითად თავს ვატყუებ, რომ პესტო და პარმეჯანი არ ასუქებს და არაუშავს, თუ შავ პურთან ერთად გემრიელად ვისაუზმებ პესტოთი, ან კიდევ მზე კი ცუდია კანისთვის, მაგრამ კონკრეტულად მე არ დამაბერებს და ამიტომ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით ვეფიცხები მზეს, … Continue reading თავის მოტყუება

კავშირები

გიფიქრიათ, სად მიჰყავს სამყაროს თქვენგან ადამიანები, სად და რატომ მალავს მათ? არა, ჯვარი აქაურობას - სიკვდილს არ ვგულისხმობ. ცოცხალ და ჯანმრთელ ადამიანებს ვგულისხმობ, აი ისეთებს, ადრე რომ სულ, ნუ სულ თუ არა, ძალიან ხშირად რომ იყავით ერთად, ბევრი საერთო მეგობარი, ბევრი საერთო ნაცნობი, ბევრი საერთო საყვარელი ადგილი, საერთო ემოცია, საერთო ინტერესი, საერთო ჩვევები რომ გაქვთ … Continue reading კავშირები

სიტყვები

ალბათ წინასაახალწლო სტრესის ბრალია, რომ ჯინაზე არც ერთი სხვა ამბავი მახსენდა, რომეოს და ჯულიეტას გარდა, სადაც მარტივი სიტყვების თქმა, ათას უბედურებას ააცილებდა ორივეს თავიდან, ათას უბედურებას კი არა, მთავარ უბედურება - სიკვდილს ააცილებდა. ამ დილაუთენია რომეო და ჯულიეტა რატომ გამახსენდა, ამაზე პასუხი არც მე მაქვს. რატომ არ ლაპარაკაკობენ ადამიანები? თუ სხვა დროს, ყველა ჩემს მიერ … Continue reading სიტყვები

სიყვარულის მოლოდინი

,,ისინი, ვინც მომავალ წელს სიყვარულს ველოდებითო“ - დაწერა ნინამ და ეს ნახატი გამოფინა. ახალ წელს სიყვარულის მოლოდინი პირველად იმ ცნობილმა რუსულმა ფილმა გამიჩინა, რომელიც საბჭოთა სინამდვილისთვის ცოტა დაუჯერებელი სითამამის ამბავს ყვება. ბავშვობის შემდეგ, ბევრი, ძალიან ბევრი წელი მინდოდა, რომ თუ მაინცდამაინც ჩემს ბინაში არ აღმოჩნდებოდა გზააბნეული, მთვრალი მგზავრი თუნდაც ქუთაისიდან, ახალ წელს ისე ექნა, ისე … Continue reading სიყვარულის მოლოდინი

დღესასწაულების სევდა – მადლიერება(მეხუთე სერია)

ადამიანის უმადურობა, ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა სამყაროსთვის. ის ალბათ ფიქრობს: რა პონტში, აქამდე მოსულა, ამდენი დაუნახავს, ამნდენი უგრძვნია, ამდენი გაუსინჯავს და მაინც უკმაყოფილაო? ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ მე არასდროს ვამჟღავნებ უმადურობას, ზოგადად სამყაროს და კონკრეტული ადამიანების მიმართ, პირიქით, რომ ვამჟღავნებ და წინასწაახალწლოდ ეს გამჟღავნებები რომ მქენჯნის - ზუსტად ამიტომ ვწერ. ეგოისტურად ჩვენ ყოველთვის … Continue reading დღესასწაულების სევდა – მადლიერება(მეხუთე სერია)

დღესასწაულების სევდა – მოლოდინები(მეოთხე სერია)

უკვე ძალიან დიდი ხანია გაუმართლებელი მოლოდინებით თავს აღარ ვიტანჯავ, სადოქტორო დისერტაცია აქამდე თუ არ დავწერე, მოლოდინი იმისა, რომ აუცილებლად 2021-ში დავწერდი, გაუმართლებელი იქნებოდა, არა? დიახ, იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ გარდაუვალს ველოდები, მხოლოდ იმას, რაც ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული და დანარჩენს უბრალოდ ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ - მოლოდინების გარეშე. დღეს წლის ყველაზე გრძელი ღამე გათენდა და … Continue reading დღესასწაულების სევდა – მოლოდინები(მეოთხე სერია)